რაჭა

დაკარგულების ძებნა: მაშველებმა რაჭის ტყეში ორი ტურისტი გადაარჩინეს

107
(განახლებულია 20:05 09.10.2019)
სამსახურის ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გზააბნეულ ტურისტებს დახმარება სჭირდებოდათ.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტის ტყეებში დაკარგული ტურისტები იპოვეს და სამშვიდობოს გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე

სამსახურის ცნობით, ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, გზააბნეულ ტურისტებს დახმარება სჭირდებოდათ.

მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე წამოიწყეს ტურისტების ძებნის ოპერაცია.  

„რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად მაშველთა ჯგუფები ტყეში 16 კილომეტრის მონაკვეთზე რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საბოლოოდ მაშველებმა საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ორივე პირი თავს კარგად გრძნობს.

 

107
მეხანძრე–მაშველები

დიდუბეში აფეთქება მოხდა

57
(განახლებულია 11:29 14.08.2020)
აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. საშუალო სიმძიმის დამწვრობით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი, ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ აფეთქება საცხობში მოხდა. საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო ორმა თანამშრომელმა და ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამჟამად ირკვევა მომხდარის მიზეზები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

57
თემები:
შემთხვევები საქართველოში
წვეთოვანი რეანიმაციაში

მახინჯაურში ავარიის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

172
(განახლებულია 20:33 13.08.2020)
იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი მძიმედ დაშავდა, მახინჯაურში 9 აგვისტოს მოხდა. ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

172
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 16 აგვისტოს

0
(განახლებულია 10:10 14.08.2020)
კვირას დედაქალაქში შედარებით აგრილდება, დაიკლებს ტემპერატურა. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 16 აგვისტოს თბილისში უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით +26 გრადუსი.

ქარი 8–13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:10 საათზე ამოვა და 19:58 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში