დაკავება

ნარკოდანაშაულისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

50
(განახლებულია 16:09 08.10.2019)
თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

პროკურატურაში გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.

დამნაშავეს ბრალი 7 ოქტომბერს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

50
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (74)