სასწრაფო დახმარება

საპატრულო ეკიპაჟი ავარიაში მოყვა: არიან დაშავებულები

132
(განახლებულია 14:28 08.10.2019)
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში დღეს, გამთენიისას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა საავარიო სიტუაციას თავი აარიდა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტომობილში მჯდომი ორი სამართალდამცველი.

როგორც „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

132
თემები:
შემთხვევები საქართველოში (847)