პისტოლეტი და ტყვია

საბრძოლო მასალა და იარაღი პოლიციამ  თბილისში 31 წლის კაცი დააკავა

76
(განახლებულია 15:56 06.10.2019)
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „პარაბელუმის“ სისტემის რევოლვერი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 31 წლის კაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „პარაბელუმის“ სისტემის რევოლვერი, მჭიდი და რვა საბრძოლო ვაზნა.

პირდაპირ აეროპორტში - თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს >>

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

76
თემები:
კრიმინალი საქართველოში (926)
პოლიცია

სპეცოპერაცია ვარკეთილში: ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარებს

58
(განახლებულია 14:52 05.06.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. დამნაშავესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik.  ვარკეთილის რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შსს–ს პრესცენტრში განუცხადეს, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სპეცდანიშნულების რაზმი. ამ დროისთვის მამაკაცის დაკავების ოპერაცია ტარდება.

„იგი შეიარაღებულია და სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე საკუთარ ბინაში ჩაიკეტა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მოქალაქეების უსაფრთხოება დაცულია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – განაცხადა შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

მეზობლების თქმით, 45 წლის მამაკაცი მონადირეა და რეგისტრირებული იარაღი აქვს. მან სროლა ეზოში მოთამაშე ბავშვებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო – ბავშვების დაშინების მიზნით, უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.

შსს–ს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. დამნაშავესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

58
თემები:
კრიმინალი საქართველოში (926)
თბილისის საქალაქო სასამართლო

ყოფილი დეპუტატის ცოლისძმას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

45
(განახლებულია 15:26 05.06.2020)
ყოფილი დეპუტატის ცოლისძმასა და მის მეგობარს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. მათ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმას გრიგოლ აბრალავასა და მასთან ერთად ნუგზარ თალაკვაძეს, რომლებსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად, იუწყება პირველი არხი.

ბრალდების ვერსიით, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შემდეგ გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდნენ აბრალავა და თალაკვაძე. ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ ბრალდებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას. ისინი დააკავეს.

სასამართლოზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნას დაუჭირა მხარი.

აბრალავა და თალაკვაძე განაჩენს საპატიმროში დაელოდებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2016-2019 წლებში იყო და წარმოადგენდა მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მან სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის შემოდგომაზე მოიხსნა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კონფლიქტი მოუვიდა. ბესელია ზარდიაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის სახეზე ხელით შეეხო.

გრიგოლ აბრალავას მამა ანზორ აბრალავა ასევე პარლამენტის ყოფილი წევრია 1999–2004 წლებში.

45
თემები:
კრიმინალი საქართველოში (926)
თვითმფრინავი

აღდგება თუ არა ავიამიმოსვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები

0
(განახლებულია 15:18 05.06.2020)
საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და პოლონეთის ელჩის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები ავიამიმოსვლის აღდგენა და უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა იყო

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში პოლონეთის ელჩთან მარიუს მაშკიევიჩთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის  შესაძლებლობები განიხილა.

რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია>>

როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თურნავამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც წარმატებით უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს, უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში დაინტერესებულია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენით პოლონეთთან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არსებითად გაიზარდა პოლონელი ტურისტების ნაკადი, რაშიც დიდი როლი შეასრულა პირდაპირი ავიარეისების არსებობამ პოლონეთის რამდენიმე ქალაქთან.

თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნების სიაში იქნება, საიდანაც აქართველო შეძლებს მოგზაურების მიღებას და მათთვის უსაფრთხო ტურისტული მომსახურების წარდგენას.

პოლონეთის ელჩმა, თავის მხრივ, ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის წარმატებულ ქმედებებს COVID-19–თან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს წარმოადგენს, როგორც უსაფრთხო მიმართულების ქვეყანას.

საქართველოსა და გერმანიას შორის ავიამიმოსვლა აღდგება? – მხარეები თანხმდებიან>>

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა და მალე აღდგება ავიამიმოსვლა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტს შეწყვიტა. კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან აღადგინოს შიდა ტურიზმი ხოლო 1 ივლისიდან გახნას საზღვრები უცხოელი ტურიტებისთვის. ეს ნიშნავს რომ ამ დროისთვის აღდგება პანდემიის გამო შეწყვეტილი სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში