იმერეთში 50 წლის მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს გარყვნილ ქმედებას აიძულებდა

© AP Photo / Peter Dejongდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოროტმოქმედს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში 50 წლის მამაკაცი ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ილია ჯიშკარიანი - Sputnik საქართველო
სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა

ბრალდებული გარყვნილ ქმედებას მცირეწლოვან ბავშვთან ახდენდა და აიძულებდა მას შეხებოდა.

მას შემდეგ, რაც ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, ფაქტი გახმაურდა და მამაკაცი დააკავეს. დედამ კი მცირეწლოვანი შვილები სოფელს გაარიდა და საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ერთხელ უკვე ნასამართლევია. მას ბავშვის დედასთან კამათი მოუვიდა და მომხდარი სწორედ ამ მუქარას უკავშირდება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0