სასწრაფო დახმარების ბრიგადა

რუსთავში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

104
(განახლებულია 16:39 05.10.2019)
ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

104
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1288)