სახანძრო მანქანა

ხანძარი ხულოში: შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

82
ცეცხლი მეზობელ სახლზეც გადავიდა, თუმცა მისი ლოკალიზება ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა მოახერხეს. 

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ხულოში, სოფელ ვანაძეებში ხანძარია, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა შვიდწევრიანი ოჯახი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.

ხანძრის შედეგად განადგურდა ასევე დამხმარე ნაგებობებიც. ცეცხლი მეზობელ სახლზეც გადავიდა, თუმცა მისი ლოკალიზება ადგილზე მისულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა მოახერხეს. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

82
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1014)