დანაშაულის ადგილი!

სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: მამაკაცმა ჯერ მსხვერპლს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა

135
(განახლებულია 17:06 04.10.2019)
ადგილობრივები მომხდარს მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცმა საგარეჯოში სანადირო თოფით 70 წლამდე კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, იუწყება Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ხორცის მაღაზიის მეპატრონეს რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ იმავე იარაღით თავი მოიკლა.

ადგილობრივები მომხდარს მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს.

135
თემები:
შემთხვევები საქართველოში (823)