პატრული

რუსთავში მამაკაცი შვიდი წლის ბავშვს თავს დაესხა

601
(განახლებულია 16:20 04.10.2019)
მამაკაცს ორ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ რუსთავში 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 7 წლის ბავშვს ზურგში ფეხი ჩაარტყა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ინციდენტი ჭავჭავაძის ქუჩაზე, მუსიკალური სკოლის ტერიტორიაზე, სკვერში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-მ საქმე „არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის" მუხლით აღიძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

601
თემები:
კრიმინალი საქართველოში (533)