გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლის დირექტორის თქმით, კომპიუტერები სკოლას ახალი მიღებული ჰქონდა და მისი გამოყენება ვერც კი მოასწრეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კომპიუტერები მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სოფელ ფხვენის საჯარო სკოლაში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სკოლის შენობაში შეღწევა, სავარაუდოდ, ფანჯრიდან მოახერხეს. სკოლის დირექტორის თქმით, კომპიუტერები სკოლას ახალი მიღებული ჰქონდა და მისი გამოყენება ვერც კი მოასწრეს.

„წაღებულია ექვსი ახალი კომპიუტერი, რომელიც კოლოფებში გაუხსნელი იყო და ერთი ნეტბუქი", – განაცხადეს პედაგოგებმა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0