საპატრულო პოლიცია

ინციდენტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ქარხანაში დაკავებულია მუშა

129
(განახლებულია 20:50 02.10.2019)
ჭიათურაში მარნგანუმის მომპოვებელი კომპანიის მუშას ჯარიმა ან ადმინისტრაციული წესით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ „ჯორჯიან მანგანეზის“ 54 წლის მუშა პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ისინი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარ ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

დაკავებული სასამართლოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად ბრალდებული თავისუფლებაზეა. მას 1 ათასიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

129
თემები:
კრიმინალი საქართველოში (532)