დაკავებულია თბილისში გახმაურებული მკვლელობის საქმის ადვოკატი

© Sputnik / Vladimir Umikashviliხელბორკილებში
ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ცრუ დასმენისთვის დააკავეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი, რომელიც თავის დროზე 20 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს იცავდა, ცრუ დასმენის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ანა ნაცვლიშვილის მკვლელს უვადო პატიმრობა შეეფარდა>>

პირველი არხის მონაცემებით, ოტიაშვილი ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. კონკრეტულად ვისზეა ლაპარაკი, მასმედიისთვის ეს ჯერჯერობით უცნობია. დაკავება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს კლიენტს, რომელსაც ის იურიდიულ დახმარებას უწევდა.

ოტიაშვილის მხარდასაჭერად გუშინ პოლიციის სამმართველოსთან დიღომში მისი კოლეგები შეიკრიბნენ.

საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
პროკურატურამ თემქაზე 20 წლის გოგონას საშინელი მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად დაუცველები. ძალიან დიდი ხანია ამის შესახებ განცხადების გაკეთება გვინდა. არც კანონმდებლობით, არც ფაქტობრივად ადვოკატის უფლება არაფერში არ არის დაცული. აუცილებლად გავაკეთებთ რეაგირებას", – განუცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა ანა ჟღენტმა ჟურნალისტებს.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ადვოკატებზე ზეწოლა ხორციელდება.

„ქალბატონი ოტიაშვილი არის დაკავებული უკანონოდ. ეს არის მთლიანად ადვოკატთა ასოციაციის კორპუსის დევნა. ადვოკატები არ შევეგუებით იმას, რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე გვდევნიდნენ შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები. ეს არის სრული მარაზმი", – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

საზოგადოებას ოტიაშვილი დაამახსოვრდა ლადო გრიგალაშვილის საქმით, რომელიც 2018 წლის 22 თებერვალს თემქაზე ახალგაზრდა გოგონას ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს. ოტიაშვილი გრიგალაშვილის ადვოკატი იყო. 2018 წლის ნოემბერში გრიგალაშვილს უმაღლესი სასჯელი – უვადო პატიმრობა შეეფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0