„ხიდიდან ჩამოვარდა არმატურა და მანქანას დაეცა" – რა მოხდა მშრალ ხიდზე

გამოწერა
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, მარცხენა სანაპიროზე სატვირთო ავტომობილს არმატურა დაეცა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

შემთხვევა ზაარბრიუკენის მოედანთან დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს, რომელიც ხიდის ქვეშ მოძრაობდა, ხიდის თაღიდან ჩამოვარდნილი არმატურა დაეცა.

„გვირაბში რომ გავდიოდი, ჩამოვარდა არმატურა და დაეცა მანქანას, საბედნიეროდ, გადავრჩი", – განაცხადა სააგენტოსთან სატვირთოს მძღოლმა მურთაზ შავიძემ.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0