ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

გამოწერა
ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

© Sputnik / Vladimir Umikashviliბაზრობა „თერგის" ტერიტორიაზე ხანძარია
ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია - Sputnik საქართველო
ბაზრობა „თერგის" ტერიტორიაზე ხანძარია

ცაბაძის #8-ში ცეცხლი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის ე.წ. სათამაშოების საწყობში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ღია ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ხანძარი ვაკეში: გაურკვეველი მიზეზით ორი ავტომობილი დაიწვა

ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავაჭრო ცენტრის ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრულლი. ცეცხლის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მოვაჭრეებისა და შენობაში მყოფი სხვა პირების ევაკუაციას ახორციელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0