ვინ დაიბარეს „ჯეირანამ" და „ასატრინამ" თურქეთში „რაზბორკაზე": პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

© AP Photo / Lefteris Pitarakisპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნეს-პარტნიორებმა კრიმინალური ავტორიტეტების დამხარებით ცალ-ცალკე მიმართეს კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს და ედუარდ ასატრიანს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ახალციხეში „ქურდული სამყაროს წევრობის“ და „კანონიერი ქურდისადმი მიმართვის“ ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული არიან ორი კრიმინალური ავტორიტეტი და ორი ბიზნეს-პარტნიორი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს ბრალდებულებმა, ფინანსური დავის გადასაწყვეტად და საკუთარი შემოსავლების გაზრდისთვის, საქართველოში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით ცალ-ცალკე მიმართეს თურქეთსა და რუსეთში მცხოვრებ ორ კანონიერ ქურდს – ჯეირან კინწურაშვილს (მეტსახელად „ჯეირანა") და ედუარდ ასატრიანს (მეტსახელად „ასატრინა").

პატიმარი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
შსს-მ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა - საქმეში ლავასოღლის გარემოცვა ფიგურირებს

ჯეირან კინწურაშვილმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად ქურდული გარჩევისთვის მოდავეები თურქეთში დაიბარა, საქმე ერთ-ერთი ბიზნეს-პარტნიორის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეორე პირის შუამავალს 45 ათასი დოლარის თურქეთში ჩატანა დაავალა.

პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად ქურდული გარჩევა კიდევ ორჯერ მოხდა, თუმცა დავა საბოლოოდ ვერ გადაწყდა.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 87 ათასი აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი, რომლითაც დამნაშავეები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე პრიმა ოთხი მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0