პოლიცია დამნაშავეს აკავებს

თბილისში პარკირების ყალბი საშვების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

66
(განახლებულია 13:55 01.10.2019)
ამოღებულია როგორც ყალბი საშვები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ავტომანქანების ყალბ საშვებს. ყალბი საშვები კი მფლობელს უფასო პარკირების უფლებას აძლევდა.

უწყების ცნობით, ამოღებულია როგორც ყალბი საშვები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

 

66
თემები:
კრიმინალი საქართველოში (532)