ვარკეთილში ევაკუირებულ მობინადრეებს სასტუმროებში დააბინავებენ

© Sputnik / STRINGERვარკეთილში ევაკუირებულ მობინადრეებს სასტუმროებში დააბინავებენ
ვარკეთილში ევაკუირებულ მობინადრეებს სასტუმროებში დააბინავებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევაკუაციის მიზეზი კორპუსის სადარბაზოში გაჩენილი ბზარი გახდა

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ვარკეთილში მრავალბინიანი კორპუსიდან ევაკუირებულ ადამიანებს სასტუმროებში დააბინავებენ, იუწყება ტელეარხი Imedi.

ვარკეთილში ნგრევის საშიშროების გამო ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს >>

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ხანძარი ვაკეში: გაურკვეველი მიზეზით ორი ავტომობილი დაიწვა

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის #322 კორპუსში მცხოვრები 18 ოჯახი ევაკუირებულია. მაშველებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან შევიდა ზარი სახლის სადარბაზოში გაჩენილი დიდი ბზარის შესახებ.

სახიფათო კორპუსიდან ორი მოქალაქე, რომელთაც თავად გადაადგილება არ შეეძლოთ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით გაიყვანეს.

დაშავებული არავინაა. სახიფათო სადარბაზოს შესასვლელს პოლიცია იცავს.

სადარბაზოს მცხოვრებლებს მოათავსებენ სასტუმროებში, შემდეგ კი მათთვის ბინებს დაიქირავებენ.

კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ამ ღამითვე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0