სასწრაფო დახმარების მანქანა

კახეთში საავტომობილო ავარიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

177
(განახლებულია 21:09 27.09.2019)
გარდაცვლილს, რომელიც სოფელ ვეჯინის მკვიდრი იყო, უსაფრთხოების ღვედები შეკრული არ ჰქონდა, რის გამოც ის ავტომობილიდან გადავარდა მანქანამ ქვეშ მოიყოლა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ავტომობილი, რომელსაც 34  წლის მამაკაცი მართავდა, კახეთში აფენი−გურჯაანის გზიდან გადავიდა და ჭაობში ჩავარდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.  

ტელეარხის ინფორმაციით, გარდაცვლილს, რომელიც სოფელ ვეჯინის მკვიდრი იყო, უსაფრთხოების ღვედები შეკრული არ ჰქონდა, რის გამოც ის ავტომობილიდან გადმოვარდა მანქანამ ქვეშ მოიყოლა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

177