8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: იაგო ნებიერიძის განაჩენი ძალაში დარჩა

© Tbilisi Court of Appealsთბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსჯავრდებული ბრალს დღემდე არ აღიარებს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთაზე იაგო ნებიერიძის მიმართ, რომელიც რვა წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს გორში იაგო ნებიერიძემ ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი რვა წლის ნანიკო ბერიაშვილი შეიტყუა მშენებარე საცხოვრებელ სახლში, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და მასთან სექსუალური ქმედება განახორციელა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და ხელებით გაგუდა.

გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
„გვეშინია შვილების გაზრდის": 8 წლის გოგონას მკვლელობამ საქართველო შეძრა

შემდეგ ნებიერიძემ გოგონას გვამი მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ნებიერიძე მეორე დღეს დააკავა და ბრალი წარუდგინა შემდეგი მუხლებით - „განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა“ და „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“.

ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, მას მკვლელობა არ ჩაუდენია და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უნდა გასამართლდეს.

8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: ბრალდებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია >>

გამოძიების დროს გაირკვა, რომ ნებიერიძე ადრე ნასამართლევი იყო. 2008 წელს ის ყაჩაღური თავდასხმისთვის და ძარცვისთვის დააპატიმრეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 18 წლითა და 4 თვით პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ვადა 17 წლამდე და 4 თვემდე შეუმცირა. ამასთან, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ", რომლის თანახმად, ნებიერიძის საპატიმრო ვადა 10 წლამდე შემცირდა. 2016 წლის დეკემბერში, კომისიამ პრეზიდენტს მსჯავრდებულზე დადებითი რეკომენდაცია წარუდგინა და იგი შეიწყალეს.

ყველა ახალი ამბავი
0