ირანის მოქალაქე სამი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უცხოეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში ირანის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, დაკავებულს პირადი ჩხრეკისას სამი კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.

საქართველოში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები შემოჰქონდათ>>

სხვა დეტალებს შსს არ ავრცელებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0