ოჯახის წევრებს ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით შეუკრეს: სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო

გამოწერა
ბრალდებულები აბაშის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ყაჩაღურად დაესხნენ თავს და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯგუფური ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ორი პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე ოჯახს ნიღბიანი ყაჩაღები დაესხნენ თავს

სასამართლომ ერთ ბრალდებულს, რომელიც ყაჩაღობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი, ათი წლის ვადით პატიმრობა, ხოლო მის თანამზრახველს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 4 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნიღბიანები თავს დაესხნენ აბაშის რაიონის ერთ-ერთ მცხოვრებს. თავდამსხმელებმა სახლის პატრონს და მის ოჯახის წევრებს, მათ შორის, მის არასრულწლოვან შვილს წებოვანი ლენტით ხელ-ფეხი შეუკრეს და მაგიდაზე მიაბეს, რის შემდეგ სახლიდან დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დამნაშავეები იმავე წლის დეკემბერში დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ბინაში უკანონოდ შეღწევით დიდი ოდენობის სხვისი ნივთის დაუფლებისთვის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარედგინათ და პატიმრობა შეეფარდათ.

ყველა ახალი ამბავი
0