საპატრულო პოლიცია

ყოფილი ცოლის მკვლელობა და სუიციდის მცდელობა - რა მოხდა თელავში

112
მამაკაცი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა ედება ბრალად, საავადმყოფოში იმყოფება

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თელავში მცხოვრებ მამაკაცს ყოფილი მეუღლის მკვლელობა ედება ბრალად, იუწყება პირველი არხი.

მეზობლები ამბობენ, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მანამდე კი, ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილი მეუღლეები ჩხუბობდნენ. კონფლიქტის მოტივს მათი ნათესავები და მეგობრები ვერ ასახელებენ.

ქალი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მხოლოდ ახლახან დაბრუნდა სამშობლოში.

რაც შეეხება მამაკაცს, მომხდარის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

112
თემები:
კრიმინალი საქართველოში (583)