ოქროს ნაკეთობები

თბილისის აეროპორტში სომხეთის მოქალაქე კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

64
(განახლებულია 20:56 23.09.2019)
კონტრაბანდული საქონლის საერთო ღირებულება 150 ათას ლარს აჭარბებს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სომხეთის მოქალქე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს 1,1 კგ ოქროსა და 73,3 გრამი ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობები.

კონტრაბანდული საქონლის საერთო ღირებულება 154 ათას ლარს შეადგენს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

64
თემები:
კრიმინალი საქართველოში (511)