სტიქია საქართველოში - დატბორილი სახლები, ჩამოშლილი კედლები, წაქცეული ხეები

© photo: Emergency Management Service / FBმაშველები წაქცეული ხეებისგან გზას ასუფთავებენ
მაშველები წაქცეული ხეებისგან გზას ასუფთავებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თოვლი ბახმაროში - Sputnik საქართველო
თოვლის ტყვეობაში: ბახმაროში 35 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა

წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე.

„დაშავებული არავინ არის. ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 300-მდე შეტყობინება შევიდა.

შეტყობინებები, ძირითადად, უკავშირდებოდა ხეების წაქცევას, ტოტების მოტეხვას, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლას და სახურავების დაზიანებას. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები, აღნიშნავენ უწყებაში.

დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შეტყობინებები რუსთავში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია. რუსთავში ინციდენტების შედეგად დაშავებული არავინაა.

ყველა ახალი ამბავი
0