აბები

თურქეთის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის საქართველოში უვადო პატიმრობა ემუქრება

69
(განახლებულია 15:08 21.09.2019)
პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცების სახით  ამოიღო

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. აჭარაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით, 32 წლის თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცების სახით  ამოიღო.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების ორი აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

69
თემები:
კრიმინალი საქართველოში (510)