ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ტურისტებს ფული გამოსძალეს: დაკავებულია ოთხი პირი

გამოწერა
დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირები ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, სადაც ძალის გამოყენებითა და მუქარით უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0