პოლიციის განყოფილება წერეთლის გამზირზე

თბილისში მობილურ ტელეფონებს მოტყუებით ეუფლებოდნენ - დაკავებულია ერთი პირი

101
(განახლებულია 15:42 15.09.2019)
ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში თაღლითურად დაეუფლა სამი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს.

„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული 1 მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

101
თემები:
კრიმინალი საქართველოში (583)