საპატრულო პოლიცია

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მცირეწლოვანს, სავარაუდოდ, მარიხუანას აწევინებენ

820
(განახლებულია 14:31 11.09.2019)
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ აწევინებს ძმა მცირეწლოვან დას მარიხუანას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

820
თემები:
შემთხვევები საქართველოში (745)