სეისმოგრაფი

მიწისძვრას საქართველო-სომხეთის საზღვართან სომხეთში განმეორებითი ათობით ბიძგი მოჰყვა

123
(განახლებულია 13:02 11.09.2019)
მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ არის ინფორმაცია ნგრევის შესახებ.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სომხეთში საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრის შემდეგ 30-მდე მიწისქვეშა ბიძგი – აფტერშოკები დაფიქსირდა, იუწყება პირველი არხი სომხური მასმედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გუშინ საღამოს, 20:22 და 20:24 საათზე საქართველო–სომხეთის საზღვრიდან ჯერ 9, შემდეგ 4 კილომეტრში 5 და 4,3 მაგნიტუდის ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.

სომხური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა შირაქში, ლორეში, ტავუშში, არაგაწოტნიში, ასევე ერევანში.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ არის ცნობები ნგრევის შესახებ.

123