საპატრულო პოლიცია

საქართველოში ჯარისკაცი დაიკარგა ოჯახი შველას ითხოვს

150
(განახლებულია 18:28 10.09.2019)
ახალგაზრდა უკვე კვირაზე მეტია, ოჯახს არ დაკავშირებია.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქარელის რაიონის სოფელ ხეობაში 27 წლის ლაშა ჩოჩიშვილს ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

ჩოჩიშვილს ოჯახი უკვე ერთი კვირაა ეძებს. ნათესავების თქმით, ის ჯარში მსახურობს, ამჟამად დათხოვნაში იმყოფება, თუმცა არც სახლში დაბრუნებულა და არც სამხედრო ნაწილში.

ბოლოს ჩოჩიშვილს 2 სექტემბერს ძმა ესაუბრა. ის თბილისიდან სახლში ბრუნდებოდა, თუმცა ამის შემდეგ დაიკარგა.

ოჯახმა პოლიციას მიმართა. სამართალდამცველები აქტიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

ოჯახის წევრები სთხოვენ მოქალაქეებს, თუ ვინმემ ნახა ახალგაზრდა, ამის შესახებ პოლიციას აცნობოს.

150
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
დაკავება

იმერეთში ნარკოტიკების გამსაღებელი დააკავეს

36
მამაკაცი სისტემატიურად ყიდიდა ნარკოტიკებს. დანაშაულის ფაქტის დამტკიცების მიზნით ოპერმუშაკებმა მასთან რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა იმერეთში დააკავეს წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი - ამჯერადაც ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, მამაკაცი ნარკოტიკების რეალიზაციას სისტემატიურად ახორციელებდა. დანაშაულის ფაქტის დამტკიცების მიზნით ოპერმუშაკებმა მასთან რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს, რომელიც ვიდეოზე აღბეჭდეს.

საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

 

36
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
რაგბის ბურთი

სროლა რაგბის კავშირში: მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა

39
(განახლებულია 17:22 19.09.2020)
დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

16 სექტემბერს თბილისში, რაგბის კავშირის შენობაში მერაბ ბესელიამ რაგბი-7-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. პოლიციამ 51 წლის ბესელია იმავე დღეს მცხეთაში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. პრობლემები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, როდესაც 31 კლუბის წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კავშირის ხელმძღვანელობას სთხოვდა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში ჩაებარებინა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროცესზე თავად ბრალდებულიც ჩაერთო დისტანციურად. როგორც მერაბ ბესელიამ განაცხადა, მან ემოციურ ფონზე იატაკს ესროლა და ფეხში სროლის განზრახვა არ ჰქონია.

„არ მისვრია მისთვის დასაჭრელად, ვისროლე იატაკზე. იმას, რომ მე საშიში ვიქნები თავისუფლებაზე, არ ვეთანხმები. ჩავბარდი თვითონ. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი“, – განაცხადა ბრალდებულმა.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

39
თემები:
კრიმინალი საქართველოში
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჩემი რეკომენდაციაა, წელს გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს

0
(განახლებულია 18:54 19.09.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ COVID-19-ისთვის შემუშავებული პრევენციული ღონისძიებები გრიპის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ცერცვაძე: ჩემი რეკომენდაციაა, წელს გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს
„მე მოველი, ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ გრიპის ეპიდემიის ტალღა ისეთი ძლიერი არ იქნება წელს, როგორც იყო შარშან და შარშანწინ. მიზეზი ის, რომ ის რეგულაციები და ის პრევენციული ღონისძიებები, რაც გაწერილია კოვიდისთვის და რასაც ხალხი შეიძლება იდეალურად არა, მაგრამ მაინც ასრულებს,  ის ავტომატურად გრიპის საწინააღმდეგოდაც მუშაობს.  და თუ ეს ასე თუ ისე კოვიდს აკავებს, გრიპსაც შეაკავებს რაღაც დონეზე“,-ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, კოვიდისა და გრიპის თანხვედრამ შესაძლოა ხალხის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ რეკომედაციას გასცემს, წელს  გრიპის ვაქცინაცია  სავალდებულო  იყოს.

0