პაციენტი

„ღვთის წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები“ რას წერს დალი ჩიტალაძის ვაჟი, რომელიც დაჭრეს

98
(განახლებულია 15:04 10.09.2019)
39 წლის სუ­თი­ძე თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რეს. რო­გორც დაჭ­რი­ლის დედა დალი ჩი­ტა­ლა­ძე ჰყვე­ბა, მის ვაჟს უცხო მა­მა­კა­ცი იმ დროს და­ეს­ხა თავს, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბი­ლის­ში, თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რილი ვახ­ტანგ სუ­თი­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. მო­დის ექ­სპერ­ტის დალი ჩი­ტა­ლა­ძის ვაჟს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

დაჭ­რი­ლი მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს „ფე­ის­ბუ­ქით“ მი­მარ­თავს და მად­ლო­ბას უხ­დის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის:

„ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბი­სათ­ვის და სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის. იმე­დი მაქვს, ღვთის წყა­ლო­ბით, მალე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბი. დი­დე­ბა უფალს და მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის!“ – და­წე­რა ვახ­ტანგ სუ­თი­ძემ „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე.

39 წლის სუ­თი­ძე თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე კვირას დაჭ­რეს. რო­გორც დაჭ­რი­ლის დედა დალი ჩი­ტა­ლა­ძე ჰყვე­ბა, მის ვაჟს უცხო მა­მა­კა­ცი
იმ დროს და­ეს­ხა თავს, რო­დე­საც ის ეკ­ლე­სი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და.

„გი­ჟე­ბი და­დი­ან ქა­ლაქ­ში და ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩემს შვილს და­ეს­ხა თავს, ის მას მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვებ­ზე ჰყავს ნა­ნა­ხი. რო­დე­საც ჩემი შვი­ლი დი­ლით ტაძ­რი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მას გა­მოჰ­ყვა ეს მა­მა­კა­ცი და ისე, რომ არა­ფე­რი უთ­ქვამს, სა­დარ­ბა­ზო­ში შე­მოყ­ვა, უკან მი­ე­პა­რა და დანა და­არ­ტყა“, – გა­ნა­ცხა­და ჩი­ტა­ლა­ძემ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორშაბათს და­ა­კა­ვეს ბრალ­დე­ბუ­ლი – 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი მა­მა­კა­ცი დ.ს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

98
თემები:
შემთხვევები საქართველოში (745)