დაკავება

სისხლიანი გარჩევა და მოკლული მამაკაცი: სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

107
(განახლებულია 17:34 09.09.2019)
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 6 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი გულის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული თიანეთის სოფელ ჟებოტაში დააკავა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

107
თემები:
კრიმინალი საქართველოში (447)