პოლიცია და მომიტინგეები პარლამენტის წინ

დაპირისპირება რუსთაველზე - დაკავებულია სამი ადამიანი

205
(განახლებულია 20:17 08.09.2019)
სამივე პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები პარლამენტთან მივიდნენ და უნდოდათ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ტერიტორიიდან გაეყვანათ და აქცია თავად გაემართათ. თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„მეც ვაკეთებ აქციას. ესენი არიან დაქირავებული ერის მოღალატეები. დღეს ამ ქათმებმა შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატ ემზარ კვიციანს“, – განაცხადა  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბეჟან გუნავამ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა საპი პირი დააკავეს, რომელთა შორის არის ბეჟან გუნავაც. სამივე პირი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„სამი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ისინი, ვინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მყისიერად იქნა ზომები მიღებული და დავაკავეთ. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოვიდა აქციაზე, არ დაემორჩილენ პოლიციას და შესაბამისად მოხდა რეაგირება“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან. მას  პასუხისმგებლობას 20-21 ივნისის აქციის დარბევაზე აკისრებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს: შეკრება სპორტის სასახლეში >>

ყველაფერი დაიწყო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით. ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.

205
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
სასწრაფო დახმარება

ხობში მომხდარ ავარიას მეათეკლასელი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

82
(განახლებულია 13:46 04.07.2020)
ქვეითად მოსიარულე მოზარდს ტოიოტა Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე დაეჯახა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქვეითად მოსიარულე მეათეკლასელ ბიჭს Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე დაეჯახა.

მოზარდი ხობის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა ბიჭი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ცხედარი უკვე გადაასვენეს ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

82
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიციის ლენტი

კასპში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

104
გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პარასკევს ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა, ახალშობილი კი საპირფარეშოში დატოვა. მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ქალსაც. მას ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

104
თემები:
შემთხვევები საქართველოში
„დინამო“ თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა

0
(განახლებულია 15:06 04.07.2020)
თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონი დაიკავა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონზე „რკინიგზელები“ ჩაანაცვლა.

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში >>

შეხვედრის ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით კობოურმა გახსნა. კიდევ ათი წუთის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ პენალტი დაარტყა, რამაც დაპირისპირების დასასრულიც განაპირობა.

შეხვედრის ბოლო 11 წუთში მასპინძლებმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინეს. თავიდან კირკიტაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვიქტორ პერნამბუკოს გატანილმა გოლმა დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მეორე ტაიმის დროს უპირატესობას ფლობდნენ, რადგან შესვენების წინ მინდორიდან „ლოკომოტივის“ კაპიტანი და მცველი დავით უბილავა გააძევეს.

ჩემპიონატის ოთხი მატჩის შემდეგ „დინამომ“ რვა ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ერთი ქულით გაუსწრო. დაგროვილი ქულებით „დინამოელებს“ შეიძლება გაუტოლდეს გორის „დილა“, რომელიც საანგარიშო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ივნისის ბოლოს ჩემპიონატი განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.

0
თემები:
სპორტის ამბები