პატრული

თბილისში მამაკაცი საკუთარ ავტოფარეხში დაჭრეს

111
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში დაჭრეს. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

111
თემები:
შემთხვევები საქართველოში (730)