ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა

© photo: Lagodekhi / FBწვიმა კახეთში
წვიმა კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში დაისეტყვა სოფლები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ და ქარმა სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი.

წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა: ვიდეო

ამასთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაისეტყვა სოფელი ანაგა, გურჯაანში კი სოფელი ახაშენი. სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა ქალაქ ლაგოდეხში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ველისციხეში, მუკუზანსა და ვაზისუბანში.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ზარალის ოდენობის შესახებ ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს და დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტის ტექნიკით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, კომისია ზარალს ითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0