მოსამართლის ჩაქუჩი

„რუსთავი 2“-ის საქმე: ზურაბ იაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

92
პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ზურაბ იაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში  აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, იუწყება პირველი არხი.

„რუსთავი 2"-ის საქმე: გვარამიასთან ერთად ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა >>

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ზურაბ იაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

საქართველოს პროკურატურამ 6 სექტემბერს ბრალი წაუყენა რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიასა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელსაც ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა.

დამენიას ბრალი ედება „რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალდებები ყველა ამ მუხლით, ასევე „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" მუხლით წარდგენილი აქვს „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ „რუსთავი 2"-ის ინტერესების საზიანოდ მისი მეგობრების კომპანია „ინტერ მედია პლუსისთვის" მრავალმილიონიანი მოგების მისაღებად პირობები შექმნა. 2015 წელს სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მას ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების ნებას აძლევდა. იმ წელს „რუსთავი 2"-ს 7,4 მლნ ლარის ოდენობის ზიანი მიადგა, „ინტერ მედია პლუსის" შემოსავალმა კი 8,7 მლნ ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინეს >>

„რუსთავი 2"-ს მფლობელი ივლისში შეეცვალა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ტელეკომპანია უკვე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, რომელიც გვარამიამ ხელისუფლების დაკვეთის შესრულებასა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს კი გვარამიამ მის წინააღმდეგ დევნა უწოდა, რადგან მისი მმართველობის პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2" ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამოირჩეოდა.

92
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ოჯახური ძალადობა

ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა

34
(განახლებულია 12:34 27.09.2020)
1 სექტემბრიდან ოჯახურ ტირანებთან ბრძოლა ახლებურად დაიწყო - მატ შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონულ სამაჯურებს უმაგრებენ

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტომდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 6 678 ადამიანი გახდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.

უწყების მონაცემებით, ოჯახური ტირანებისგან ყველაზე ხშირად ქალები ზარალდებიან. აღნიშნულ პერიოდში სულ 5 528 ქალი დაზარალდა.

დაზარალებულებს შორის 16 წლამდე ასაკის 300 ბავშვია. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობისგან გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო ხშირად ზარალდებიან.

რაც შეეხება ოჯახურ ტირანებს, იანვრიდან აგვისტომდე 6 385 ბოროტმოქმედი გამოავლინეს. მათი უმრავლესობა მამაკაცია, თუმცა არიან ქალებიც. ოჯახურ ძალადობაში 1 096 ქალია მხილებული.

ამასთან, თუ ტირანი-მამაკაცის ასაკი ძირითადად 25-44 წელია, ქალებს შორის ის 45 წლიდან იწყება. მსხვერპლებს შორის ყველაფერი პირიქითაა: ქალები ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად 25-44 ასაკში ხდებიან, მამაკაცები - 45 წელს ზემოდ.

იმავე სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლულია 11 ადამიანი, დაჭრილია - 16.

34
თემები:
კრიმინალი საქართველოში
კომპიუტერის მომხმარებელი

ბაჩალიაშვილის საქმე: სკანდალური ფოტოების გამომგზავნი პატიმრობაშია

98
ბრალდების ვერსიით, ფურცხვანიძემ ადვოკატისგან შემთხვევის ადგილის კოორდინატები შეიტყო, მოიპოვა ძველი სატელიტური ფოტოები და მათი გადაღების თარიღი გააყალბა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა დავით ფურცხვანიძეს, რომელსაც ბრალად ედება გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის სამხილების გაყალბება და კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა, იუწყება პირველი არხი.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აცხადებდა, რომ თავისუფლებაზე მყოფმა დაკავებულმა შეიძლება ქვეყანა დატოვოს, რადგან მას აქვს ნაყიდი ავიაბილეთი და უცხოურ ბანკში ანგარიშზე თანხაც გააჩნია.

ადვოკატები გირაოს მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ფურცხვანიძე აპირებდა წასვლას მივლინებაში, და არა სამუდამოდ.

ფურცხვანიძე პარასკევს დააკავეს. იყო დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის წყარო. საუბარია ე.წ. სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც რამიშვილმა გაავრცელა. ფოტოებზე, რომლებიც 19–22 ივლისითაა დათარიღებული, ჩანს, რომ გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე არ იდგა, სადაც გარდაცვლილი 22 ივლისს აღმოაჩინეს.

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება >>

პროკურატურამ დაადგინა, რომ ფურცხვანიძემ, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისულ ცენტრს“, საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და დაფინანსების მიღების მიზნით გააყალბა მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა ოჯახის ვერსიას იმის შესახებ, რომ დაღუპული გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე იმ დღეს მიიყვანეს, როცა გარდაცვლილი იპოვეს.

ბრალდების ვერსიით, ფურცხვანიძე დაუკავშირდა რამიშვილს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 7 სექტემბერს დავით ფურცხვანიძემ სოციალურ ქსელ „სკაიპის” მეშვეობით მიიღო პროგრამა zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები და განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება.

ამ მიზნით ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა თავის შვილს და სთხოვა დაემუშავებინა ისე, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. 

დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ WhatsApp-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით.

დაკითხვისას ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ ეს ფოტოები ავთენტურია, თუმცა ექსპერტიზამ მათი გაყალბების ფაქტი დაადგინა.

ახლა მას 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

98
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ლაბორატორიაში

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 49 ათასს აჭარბებს

0
(განახლებულია 13:40 27.09.2020)
რესპუბლიკაში კორონავირუსი დაამარცხა 43 613-მა პაციენტმა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 948 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სომხეთში 49 072-ს მიაღწია, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 948 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს სამი გასულ დღე-ღამეში). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე სხვა პაციენტების რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზებით დაიღუპნენ, 295-ს შეადგენს (ბოლო დღე-ღამეში რიცხვი არ შეცვლილა).

  • სომხეთში 16 მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში შემოიღეს კარანტინი, რომელიც 2021 წლის 11 იანვრამდე გაგრძელდება. პირბადეების ტარება რესპუბლიკაში კვლავ სავალდებულოა.

სომხეთში კორონავირუსი 43 613-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობას გადის 4541 პაციენტი, ქვეყანაში სულ 284 226 კოვიდ-ტესტი ჩატარდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში