რეანიმაციის განყოფილება

ჩვილის ძებნა გრძელდება: ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია

173
ქალის მდგომარეობა, რომელმაც ახალშობილი სავარაუდოდ ნაგვის ურნაში გადააგდო, კვლავ მძიმეა

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ, ნაგვის ურნაში გადააგდო, ამ დრომდე მძიმეა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

მედიკოსების ინფორმაციით, 35 წლის ქალი თემქის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. პაციენტი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. რაც შეეხება ჩვილს, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ქალი ძლიერი სისხლდენით მეხუთე სამშობიაროში 6 სექტემბერს გადაიყვანეს, მაგრამ რადგან მასთან ერთად ბავშვი არ იყო, მედიკოსებმა სამართალდამცველები გამოიძახეს. მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ ბავშვი გადააგდო, თუმცა პოლიციელებმა ის ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სოციალურად დაუცველია.

173
თემები:
შემთხვევები საქართველოში (730)