საპატრულო პოლიცია

შოკისმომგვრელი ამბავი თბილისში: ქალმა თავისი ჩვილი ნაგვის ურნაში გადააგდო

2441
(განახლებულია 16:25 06.09.2019)
პოლიციელებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს ახალშობილის პოვნა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. დაახლოებით ორმოცი წლის ქალმა თბილისში საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ, ნაგვის ურნაში გადააგდო, იუწყება ქართული მასმედია.

ქალი გუშინ ძლიერი სისხლდენით მეხუთე სამშობიაროში გადაიყვანეს, მაგრამ რადგან მასთან ერთად ბავშვი არ იყო, მედიკოსებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ ბავშვი გადააგდო, თუმცა პოლიციელებმა ის ამ დრომდე ვერ იპოვეს.

როგორც ცნობილი გახდა, ქალს არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელიც სოციალურმა აგენტებმა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება დედის მიერ ახალდაბადებული ბავშვის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

მსგავსი შემთხვევა 16 აგვისტოსაც მოხდა. ოზურგეთის რაიონში პოლიციელებმა ახალდაბადებული გოგონა გადაარჩინეს, რომელიც დაბადების შემდეგ ბაღში დატოვეს. გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

2441
თემები:
კრიმინალი საქართველოში (997)
მდინარე ჯუმი

სოფელ დარჩელში 15 წლის ბიჭს ეძებენ - რა ვითარებაში გაუჩინარდა მოზარდი

58
(განახლებულია 11:47 14.07.2020)
15 წლის ბიჭს, რომელიც მდინარე ჯუმთან საქონელს მწყემსავდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.

Поисково-спасательная операция на реке Джуми
© photo: Sputnik / Nika Lataria
მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარე ჯუმში

ადგილზე ასევე იმყოფებიან ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და მისი მოადგილე გიგა ფარულავა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. პროცესს ართულებს ის, რომ კოკისპირული წვიმების გამო მდინარეში წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

58
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო

კობა კობალაძის შვილს სასამართლომ ჯგუფური ძალადობის გამო პატიმრობა შეუფარდა

109
(განახლებულია 09:25 14.07.2020)
დავით კობალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაცვას მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების იმედი ჰქონდა

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატ კობა კობალაძის ვაჟს, დავით კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შურისძიების მოტივით ჩადენილი ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი 23 წლის ახალგაზრდა გახდა, შედეგად მას სხეულის სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

დაცვის მხარე შუამდგომლობდა კობალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავად გამოცხადდა პოლიციაში, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა. ცოტა ხნით ადრე ბრალდებულის მამამ, კობა კობალაძემ განაცხადა, რომ მისი ვაჟი პასუხისმგებლობას არ გაურბის.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 ივნისს თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე, ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა დაზარალებულს და ბასრი საგნით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. ინციდენტის ექვსი მონაწილე 11 ივლისს დააკავეს, ერთი იძებნება.

ბოლო დროს ყველა საქმე, რომელშიც ჩინოვნიკების ნათესავები ან მეგობრები ფიგურირებენ, მასმედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მოქცეული. ამ თემამ განსაკუთრებული  აქტუალობა შეიძინა 2017 წელს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მომხდარი ჩხუბის შემდეგ, როდესაც ჯგუფური გარჩევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. მომხდარის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების წყალობით საქმე ბოლომდე იქნა გამოძიებული და სასამართლომ საბრალდებო განაჩენი მკვლელობის მუხლით გამოიტანა.

მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს >>

ამ ზაფხულს მასმედიაში ნომერი პირველი განსახილველი თემა თბილისის შემოგარენში მომხდარი ჩხუბი გახდა, რომელსაც 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი შეეწირა. საქმეს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური მასმედია დამოუკიდებლად იძიებს. მათი მტკიცებით, ჩხუბის ზოგიერთ მონაწილეს „მაღალჩინოსანი მფარველები“ ჰყავს და შესაძლოა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სცადონ.

 

109
თემები:
კრიმინალი საქართველოში (997)
საგადასახადო დოკუმენტაცია

გაგვიზარდეთ გადასახადები: მსოფლიოს მილიონრები ქვეყნების მთავრობებს წერილით მიმართავენ

0
(განახლებულია 12:26 14.07.2020)
მილიონერთა წერილს, რომლითაც ისინი გადასახადების გაზრდას სთხოვენ ქვეყნების მთავრობებს, 83 მდიდარი ადამიანი აწერს ხელს

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მილიონერთა მოზრდილმა ჯგუფმა რამდენიმე სახელმწიფოს მთავრობებს მიმართა წერილობითი თხოვნით, გაუზარდონ გადასახადები შეძლებულ ადამიანებს კორონავირუსული პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის მიზნით.

როგორც წერილშია აღნიშნული, მილიონრებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ „ჩვენი მსოფლიოს გადარჩენაში“.

„არა, ჩვენ არ ვუვლით ავადმყოფებს ინტენსიური თერაპიის პალატებში, არ ვმართავთ სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც პაციენტები გადაჰყავთ საავადმყოფოებში, არ ვალაგებთ პროდუქტს მაღაზიების თაროებზე და არ დაგვაქვს საკვები კარდაკარ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი ფული“, — ნათქვამია წერილში, რომელსაც 83 მილიონერი აწერს ხელს.  

მათი აზრით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგები კიდევ ათობით წლის განმავლობაში იქნება შესამჩნევი, რის გამოც ნახევრმა მილიარდმა ადამიანმა შესაძლოა ღარიბთა რიგები შეავსოს, ასობით მილიონმა კი სამსახურები დაკარგოს საქარმოების დახურვის გამო.

რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ>>

გზავნილის ავტორები სთავაზობენ ქვეყნების მთავრობებს, თავზე აიღონ პასუხისმგებლობა გადასახადების მოკრებასა და მათ განაწილებაზე.

„მსოფლიოს მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს სამსახურის, საცხოვრებელი სახლისა თუ ოჯახების რჩენის შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხე. ჩვენ არ ვდგავართ ამ უბედურების წინა ხაზზე და ჩვენი შანსები, გავხდეთ ამის მსხვერპლი, შეუდარებლად მცირეა. ამიტომ, გთხოვთ, გაგვიზარდეთ გადასახადები. ეს ერთადერთი სწორი არჩევანია. კაცობრიობა ფულზე მნიშვნელოვანია“, — ნათქვამია წერილში.

მილიონერთა გზავნილზე ხელმომწერთა შორის არიან მსახიობი სტივენ სიგალი, ბრიტანელი სცენარისტი რჩარდ კერტისი, ვენჩურული ინვესტორი ჯონ ო’ფარელი, უოლტ დისნეის შვილიშვილი ებიგეილი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი.

0
თემები:
მსოფლიო დღეს