არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

სასტიკად მოკლული ქალი და განგებ გაჩენილი ხანძარი: რა მოხდა თემქაზე

185
(განახლებულია 18:50 05.09.2019)
მეზობლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რადგან ბინაში ცეცხლი შენიშნეს.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თემქაზე მეხანძრეებმა ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური მეზობლებმა დღეს, დილით გამოიძახეს, რადგან ბინაში ცეცხლი შენიშნეს. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი მეხანძრეებმა თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

მეზობლების თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით არის გაჩენილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

185
თემები:
შემთხვევები საქართველოში (730)