სასულიერო პირები სამთავისის კომპლექსის არქიტექტურაში უნებართვოდ ჩაერივნენ

© photo: Georgian Heritage / FBუკანონო მშენებლობა სამთავისის ეზოში
უკანონო მშენებლობა სამთავისის ეზოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სამთავისის კომპლექსის ეზოში ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი თვითნებურად, საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ეწყობა.

© photo: Georgian Heritage / FBუკანონო სამუშაოები სამთავისში
სასულიერო პირები სამთავისის კომპლექსის არქიტექტურაში უნებართვოდ ჩაერივნენ - Sputnik საქართველო
უკანონო სამუშაოები სამთავისში

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინასწარი შეფასებით, ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.

© photo: Samtavisi / FBსამთავისი
სასულიერო პირები სამთავისის კომპლექსის არქიტექტურაში უნებართვოდ ჩაერივნენ - Sputnik საქართველო
სამთავისი

უწყების ცნობით, უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივ ეპარქიას წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა.

ყინწვისის ეკლესიაში მარმარილოს იატაკი დააგეს - Sputnik საქართველო
კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია: შუა საუკუნეების ტაძარში „რემონტი“ ჩაატარეს

„ახლად გამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც. წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს. სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უხლოეს დღეებში გაასაჯაროებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

სამთავისი შუა საუკუნეების ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში. ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი ასევე XI საუკუნით თარიღდება.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0