ავარია ფოთში – არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ქალი, რომელიც ავტომობილების შეჯახების მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაშავდა ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

 შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე  მოხდა. ერთმანეთს Mercedes-სა და Honda-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად დაშავდა ერთ–ერთ ავტომობილში მყოფი მგზავრი და იქვე მყოფი ქვეითად მოსიარულე ქალი.

ქევინ ჰარტი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟის“ მსახიობი საშინელ ავარიაში მოხვდა – ფოტოები

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„პაციენტები მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან. მათ უტარდებათ შესაბამისი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები და მკურნალობა. ორივეს აღენიშნებათ მრავლობითი ტრავმა, მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

შსს–ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და რომელიც ჩადენილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

ყველა ახალი ამბავი
0