მდინარე ალაზანმა ადამიანის ძვლები გამორიყა

გამოწერა
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ალაზანმა, სავარაუდოდ, ადამიანის ძვლების ფრაგმენტები გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
ბოდბისხევში ნაპოვნი ადამიანის ძვლები ივნისში დაკარგულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის?!

მდინარის ნაპირზე გამორიყული ძვლები ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გუშინ აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.

„შემთხვევით წააწყდა და ჩათვალა, რომ ძვლები ჰგავს ადამიანის ჩონჩხის ნაწილებს. შესაბამის ორგანოებს შევატყობინეთ და ისინი გაერკვევიან", – განაცხადა თვითმხილველმა.

ეკუთვნის თუ არა ძვლების ფრაგმენტები ადამიანს, ამას ანთროპოლოგიური ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0