პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასჯელი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
შსს-ს სტატისტიკა: ყველაზე ხშირად რა დანაშაული ხდება საქართველოში

ბრალდებულები 39 და 41 წლის არიან.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მეორე დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0