პოლიციის მანქანა

შსს-ს სტატისტიკა: ყველაზე ხშირად რა დანაშაული ხდება საქართველოში

151
შსს-მ 2019 წლის იანვარ-ივლისში 17%-ით მეტი დანაშაული დააფიქსირა

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. შსს-მ იანვარ-ივლისში 38,8 ათასი დანაშაული დააფიქსირა, საიდანაც მესამედზე მეტი ქურდობაა, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

რუსთავში ქურდობის ექვს ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს >>

ამგვარად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა 17,2%-ით გაიზარდა. გახსნილი დანაშაულის პროცენტი 32,3-ს შეადგენს, ხოლო 2018 წელს - 36,7 იყო.

პირველ ადგილზეა ქურდობები - 12,5 ათასი (+22,1%), საიდანაც დაახლოებით 1,4 ათასი საცხოვრებელში შეღწევით არის ჩადენილი. გახსნილია ქურდობების მეხუთედი.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ამჯერად სამინისტრომ 3 244 შემთხვევა დაარეგისტრირა (+10,38%). საქმეების ნახევარზე მეტი გახსნილია.

მესამე ადგილზეა ნარკოდანაშაული. შვიდ თვეში დაფიქსირდა 3 197 ნარკოდანაშაული (+26,2%). გახსნილია საქმეების ორი მესამედი.

სტატისტიკა ასევე აჩვენებს მუქარის შემთხვევების ზრდას 40,1%-ით. შსს-მ დაარეგისტრირა 1,4 ათასზე მეტი ფაქტი, საიდანაც ნახევარზე მეტი გახსნა.

რამდენი ნარკოტიკი ამოიღეს წლის დასაწყისიდან საქართველოში >>

რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - წარმატებულ ბრძოლას მექრთამეობასთან, წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა დანაშაულის ზრდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქრთამის აღების 45 შემთხვევა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9 ერთეულით მეტია.

151
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1126)
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

39
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

39
სასწრაფო დახმარება

კასპში ხარმა თავისი პატრონი მოკლა

258
(განახლებულია 20:32 27.09.2020)
ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ხარი საძოვარზე წაიყვანა, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში უბედური შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ხარმა მოკლა.

ტელეარხ Formula-ს მონაცემებით, ახალგაზრდას ხარი საძოვარზე ჰყავდა გაყვანილი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

258
თემები:
შემთხვევები საქართველოში
რეჯებ თაიიფ ერდოღანი

„სომხეთი უნდა წავიდეს ყარაბაღიდან“: ერდოღანი თურქეთის პოზიციას ახმოვანებს

0
(განახლებულია 17:12 28.09.2020)
ერდოღანმა ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების უუნარობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „უკვე 30 წელია, ამ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც გადაჭრილიყო“

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დადგა დრო, დასრულდეს სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა სტამბულში გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლა  Twitter–ით გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

​„დადგა დრო, ბოლო მოეღოს სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას, ანგარიშის გასწორების დროა. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი განაგრძობს თვითნებობას. ის უნდა წავიდეს ოკუპირებული მიწებიდან. ყველამ იცის, რომ ეს აზერბაიჯანის მიწებია“, — აღნიშნა მან.

ამასთან ერდოღანმა ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების უუნარობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „უკვე 30 წელია, ამ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც გადაჭრილიყო“.

ამის პასუხად სომხეთის პარლამენტმა ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო სხომაზე მიღებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავანტიურას, რომელიც თურქეთის ღია მხარდაჭერით დაიწყო,  საერთაშორისო საზოგადოებამ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს“.

შეგახსენებთ: უკვე მეორე დღეა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მსხვერპლი ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორისაა. ბაქო და ერევანი ერთმანეთს აბრალებენ კონფლიქტის ესკალაციას.

სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა აზერბაიჯანშიც.

 

0
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020