საპატრულო პოლიცია

გატაცებული ჩანთა და ფული: პოლიციამ ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

75
(განახლებულია 16:30 30.08.2019)
აღნიშნული დანაშაული ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძარცვის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალბატონს ხელჩანთა წაართვა, სადაც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილთან ახლოს რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 19-179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

75
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1110)
დაკავება

იმერეთში ნარკოტიკების გამსაღებელი დააკავეს

26
მამაკაცი სისტემატიურად ყიდიდა ნარკოტიკებს. დანაშაულის ფაქტის დამტკიცების მიზნით ოპერმუშაკებმა მასთან რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა იმერეთში დააკავეს წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი - ამჯერადაც ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, მამაკაცი ნარკოტიკების რეალიზაციას სისტემატიურად ახორციელებდა. დანაშაულის ფაქტის დამტკიცების მიზნით ოპერმუშაკებმა მასთან რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს, რომელიც ვიდეოზე აღბეჭდეს.

საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

 

26
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
რაგბის ბურთი

სროლა რაგბის კავშირში: მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა

31
(განახლებულია 17:22 19.09.2020)
დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

16 სექტემბერს თბილისში, რაგბის კავშირის შენობაში მერაბ ბესელიამ რაგბი-7-ის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. პოლიციამ 51 წლის ბესელია იმავე დღეს მცხეთაში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 32 წლის ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. პრობლემები დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, როდესაც 31 კლუბის წარმომადგენლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი კავშირის ხელმძღვანელობას სთხოვდა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში ჩაებარებინა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროცესზე თავად ბრალდებულიც ჩაერთო დისტანციურად. როგორც მერაბ ბესელიამ განაცხადა, მან ემოციურ ფონზე იატაკს ესროლა და ფეხში სროლის განზრახვა არ ჰქონია.

„არ მისვრია მისთვის დასაჭრელად, ვისროლე იატაკზე. იმას, რომ მე საშიში ვიქნები თავისუფლებაზე, არ ვეთანხმები. ჩავბარდი თვითონ. ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი“, – განაცხადა ბრალდებულმა.

ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

31
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1110)
ნინა სუბლატი

ნინა სუბლატი გადახოტრილი თმით გამოჩნდა - მომღერლის არაორდინალური გადაწყვეტილება

0
ექსტრავაგანტული არტისტის თამამი ნაბიჯი. მომღერალი თავს გადაპარსული თმით იწონებს. როგორ გამოიყურება ნინა სუბლატი გამორჩეული იმიჯით?

ნინა სუბლატის არაორდინარული და უჩვეულო იმიჯი მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად განიხილება. მომღერალმა წლების წინ გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. მომღერალმა კომპოზიტორ მეუღლესთან ერთად ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და სწორედ აქ მოსდის მუზაც. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. მათ შვილის გაჩენის შემდეგ მუსიკალური პაუზა აიღეს.

View this post on Instagram

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

მისი განთქმული იმიჯი და შესრულების მანერა ევროპელმა მსმენელმაც დააფასა, მაგრამ გამარჯვებისთვის ქულები არ ეყო. 2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსზე წარდგა სიმღერით Warrior, სადაც ნახევარფინალი გადალახა და ფინალშიც მოხვდა. კონკურსზე გამოსულმა ნინამ მებრძოლი ქალის სახე წარადგინა. სიმღერა დამოუკიდებლად შექმნა და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. მანამდე ის „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი ემოციური შემსრულებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და არტისტიზმით დაჯილდოებული მომღერალი სოლო კარიერას ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თაყვანისმცემელს ახალი სიმღერებით არ ანებივრებს, მუსიკის წერას განაგრძობს. ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და კომპოზიციის შექმნის ვიდეოებს აქტიურად აქვეყნებს. თუმცა, რამდენიმე თვეა ახალი სინგლების მაგივრად, მისი გვერდი ფეხმძიმობისა და შვილის ფოტოებმა დაიპყრო.

ნინა სუბლატს პირველი შვილი 26 აგვისტოს შეეძინა. „არ ვიცი, ვიღაც პატარა ბავშვია ჩემთან მოსული“ – ამ წარწერით პოსტი არტისტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა. წყვილს ბიჭი შეეძინა და მას ალექსანდრე დაარქვეს.

View this post on Instagram

🌚🌝

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ნინას Instagram-ის „სთორიზე“ მისი ძველი ფოტო გამოჩნდა. მომღერალს წლების წინ გრძელი თმა გადახოტრილი ჰქონდა. არტისტი თამამ გადაწყვეტილებებს არ უშინდება, ხოლო ექსპერიმენტები მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. წარმატებული მომღერალი ფეხმძიმობის პერიოდში დიდი სირთულეებისა და რისკის  წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის პანდემიის დროს დაინფიცირდა მისი ნათესავი, რის გამოც ნინა სუბლატი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება