გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით კახეთში პოლიციამ ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში ორი მამაკაცი დააკავეს გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
„ან ფული, ან სული“ – ბორჯომში ბანდიტური დაჯგუფება დააკავეს

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ.

ბრალდებულები 30 და 32 წლის არიან.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე და 126-ე პირველი პრიმა მუხლით, რაც ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0