ათასობით ლარის ღირებულების უაქციზო საქონელი: სამართალდამცველებმა სამი ფაქტი გამოავლინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული დანაშაული ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
უაქციზო სიგარეტის უპრეცედენტო კონტრაბანდა: დაკავებულია 12 პირი

მათი ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია ელექტროსიგარეტი IQOS-სთვის განკუთვნილი Heet-ის ფირმის 2 230 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

ამოღებული საქონლის ფასი 13 ათას ლარს აღემატება.

გამოძება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0