დაკავება

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ცოლი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

164
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ მამაკაცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ რუსთავში 55 წლის მამაკაცი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა, იუწყება შსს.

ქალაქი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი >>

უწყების ცნობით, მამაკაცი სისტემატურად ამცირებდა და სცემდა მეუღლეს და ამას იმით ასაბუთებდა, რომ ის - ოჯახის უფროსია. მიუხედავად ამისა, ქალს პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს.

მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, რომელიც 24 აგვისტოს მოხდა, ქალმა თავი მოიკლა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

164
თემები:
კრიმინალი საქართველოში (447)