ნარკოტიკი და იარაღი – პოლიციამ ბათუმში ორი პირი დააკავა

გამოწერა
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია თოდოგაურის დასახლებაში გუშინ, საღამოს ჩატარდა.

თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებულის სახლის ეზოსთან, სადაც სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, კანაფის ფოთლები ეყარა. კიდევ ერთი პირი კი იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის აიყვანეს. 

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0