სახლის ნანგრევებში მაშველები 12 მუშას ეძებენ: ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

© Sputnik / Murad Orujovმეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე
მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ერთსართულიანი სახლის რეკონსტრუქციისას კედლის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში, სავარაუდოდ, 12 მუშაა მოყოლილი, იუწყება რუსული მასმედია თვითმხილველებზე დაყრდნობით. 

მედია ავრცელებს ინციდენტის ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებს. 

შემთხვევა ნოვოსიბირსკში დღეს, 28 აგვისტოს მოხდა. ამ დროისათვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.   

აღსანიშნავია, რომ დაშავებულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. ნანგრევებში მოყოლილთა რაოდენობა შესაძლოა 2-დან 12 ადამიანამდე იყოს.   

 

ყველა ახალი ამბავი
0